LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სვანაძე: ბრიუსელში, მიგრანტთა გამანაწილებელ ცენტრში, ადგილები არ არის, ხალხი ღამეებს ქუჩაში ათენებს, ნუ ჩამოხვალთ ბედის ანაბარა მეგობრებო

178
Untitled design (96)

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე იმ ადამიანებს  მიმართავს, ვინც ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების გამო ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წასვლას გეგმავენ.

ზაზა სვანაძე ბელგიაში შექმნილ სიტუაციაზე წერს და ბრიუსელში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, როგორ ათევენ მიგრანტები ქუჩაში ღამეს.

„ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბევრი ადამიანი გეგმავს ( ზოგი გზაშია ) ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ჩამოსვლას და მათ შორის ბელგიაში.

ბრიუსელში, მიგრანტთა გამანაწილებელ ცენტრში, ადგილები არ არის, ხალხი ქუჩაში, ღამეებს ათენებს, თუ გაუღებენ კარს თავშესაფრის მაძიებელ პირებს, ანაბეჭდებს დაატოვებინებენ, გასაუბრების ( ინტერვიუს ) თარიღს ჩაუნიშნავენ და უშვებენ უკან, ქუჩაში, საჭმელ-სასმლის და ღამსათევის პასუხისმგებლობის გარეშე.

ბევრი ადამიანი მწერს და თუ დასარჩენი არ გაქვთ, ნუ ჩამოხვალთ ბედის ანაბარა მეგობრებო.

წარმატებას გისურვებთ ყველას, ვისაც განვითარება გინდათ”, – წერს ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g