„თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა” – აღნიშნული განცხადება „გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.
ხვიჩიას განცხადებით, ასეთი ტიპის დისკუსიები ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი, ხან სხვა პარტია ან არასამთავრობო სექტორი.
მისივე თქმით, ყველაფერი ეს თავისი შინაარსით არის არა პოლიტიკურად თემის სხვაგან გადატანა, არამედ პოლიტიკის მკვლელობა და სპორტში პოლიტიკის ჩანასახის შეტანა:
„ზედ თამაშის წინ ღირსების ორდენებით მანიპულირება, პოლიტიკოსების რეგიონებში ბოდიალი, ხალხის ქუჩაში უთავბოლოდ და წინ და უკან ტარება სინამდვილეში პოლიტიკური პროცესი კი არ არის, შინაარსით ეს პოლიტიკური პროცესის მკვლელობაა. ისევე, როგორც სპორტული პროცესის დაზიანების მცდელობა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის დისკუსიები ამ ქვეყანაში ნაცვლად სერიოზულ თემებზე საუბრისა, ხელისუფლების გეგმაა, რომლის განსახორციელებლად ხან ერთი პოლიტიკური პარტია ეხმარება, ხან პრეზიდენტი, ხან სხვა პარტია ან არასამთავრობო სექტორი.
ყველაფერი ეს თავისი შინაარსით არის არა პოლიტიკურად თემის სხვაგან გადატანა, არამედ პოლიტიკის მკვლელობა და სპორტში ვითომ პოლიტიკის ჩანასახის შეტანა. მაგრამ არც სპორტის პოლიტიკა გამოდის და არც ჩვეულებრივი პოლიტიკის გაფუჭება. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური პროცესისა და სპორტის გაფუჭება ქართველი ხალხისთვის” – განაცხადა ხვიჩიამ.