პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, გიორგი ფხაკაძე ყველასთვის საინტერესო და აქტუალური თემის შესახებ ინფორმაციას უზიარებს საზოგადოებას.
გიორგი ფხაკაძე,უზმოზე წყლის დალევის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„წყლის მიღება დილით უზმოზე ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა. ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ზედმეტი სითხის მიღება ისეთივე მავნებელია, როგორც წყლის დეფიციტი. მე ყოველთვის ვურჩევ ჩემს პაციენტებს, რომ საკუთარი სხეულის სიგნალებს მოუსმინონ და არ მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი ერთდროულად, რადგან ეს შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. თავდაპირველად მცირე რაოდენობით დაიწყეთ და თანდათან გაზარდეთ!”,- წერს გიორგი ფხაკაძე.