უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ დღეს უკრაინამ მიიღო კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომლებსაც ყველაფრის ჩამოგდება შეუძლიათ.
„დღევანდელი დღის მთავარი სიახლე არის სიახლე, რომელსაც ყველა დიდი ხანია, ველოდით, რაზეც თვეებია სხვადასხვა დონეზე ვმუშაობთ.
შედეგად, უკრაინაში კიდევ ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა შემოვიდა. ყველა დეტალი საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. ამ სისტემებს ყველაფრის ჩამოგდება შეუძლიათ. ჩვენ დავიცავთ რეგიონებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.