LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს – განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს

155
fot (1)

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სადაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.

„შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა, მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს – და შეუძლებელია არ დაინახოს – რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებების მიმართ გლობალური ყურადღების გამოჩენაზე.

„სამწუხაროდ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს დროული და ფართომასშტაბიანი რეაგირება არ მოჰყოლია და ამან შესაძლოა კრემლს ახალი ბოროტების ჩადენა შთააგონოს. ამის შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა. განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g