სამწუხაროდ, ყირიმი მოღრუბლული, თუმცა ასევე თბილი იყო. მაგრამ რაც არ უნდა ღრუბლიანი იყოს, უკრაინელებმა იციან რა უნდა გააკეთონ,- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
ყირიმის ხიდზე დიდი ხანძარი დღეს გამთენიისას გაჩნდა. ხიდზე სატვირთო ავტომობილი აფეთქდა, რის შედეგადაც საწვავის ავზები აალდა და ხიდის ნაწილი ჩამოიშალა.
პოდოლიაკი ყირიმის ხიდზე: „ყირიმი, ხიდი, დასაწყისი – ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს”
უკრაინული მედია: ყირიმის ხიდის აფეთქების უკან უკრაინის უსაფრთხოების სამსახური დგას
“და მათ [უკრაინელებმა] იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი – ჩვენი ტერიტორია, მათ შორის ყირიმი, დამპყრობლების გარეშე.
სანამ შესაძლებლობა აქვთ, ოკუპანტები უნდა გაიქცნენ – ეს მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება”, – აღნიშნავს ზელენსკი.
ცნობისთვის, ქერჩის ხიდი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, ყირიმს რუსეთის სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს.