კალიფორნიაში, Empire Polo Club-ში „კოაჩელას“ მუსიკალური ფესტივალი გაიმართა. 14-23 აპრილის მონაკვეთში ჩვენ უამრავი დასამახსოვრებელი პერფორმანსი ვიხილეთ.
მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გახლდათ ზენდაიას შესრულება. ვარსკვლავმა აუდიტორიას სიურპრიზი გაუკეთა და Labrinth-თან ერთად „ეიფორიის“ საუნდტრეკები შეასრულა, მათ შორის სიმღერა I’m Tired და All of Us.
„ამ ჯადოსნური ღამისთვის მადლიერების სათანადოდ გამოხატვა არ შემიძლია. მადლობა ჩემს ძმას, Labrinth-ს, რომ დამპატიჟა და სცენაზე კიდევ ერთხელ გამოსასვლელად უსაფრთხო გარემო შემიქმნა“, – წერს არტისტი „ინსტაგრამზე“.
ზენდაია „ვერსაჩეს“ მწვანე კანტებით გაფორმებულ 21 წლის წინანდელ კაბაში გამოჩნდა
ზენდაიამ „ვალენტინოს“ ულამაზეს წითელ კაბაში ყველა და ყველაფერი დაჩრდილა