LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შაკირა მუდამ გოგონად დარჩება“ – 47 წლის არტისტის თინეიჯერული ლუქი „კოაჩელადან“

146
page

შაკირამ „კოაჩელას ფესტივალის“ დასკვნითი საღამოდან უახლესი ფოტოები გაგვიზიარა. ამჯერად 47 წლის კოლუმბიელი არტისტი ექსტრავაგანტური ლუქით პოზირებს. აღნიშნული ჩაცმულობით აღფრთოვანებული გულშემატკივრები წერენ, რომ შაკირა ნამდვილი თინეიჯერივით გამოიყურება.

ეს გახლდათ შორტი, რომელსაც არტისტმა შავი ფერის მოსასხამი, მასიური ბათინკები და დიდი ზომის სათვალე შეუხამა.

„შაკირა მუდამ გოგონად დარჩება“, „მუდამ ახალგაზრდა“, – არ წყდება კომენტარები.

„როცა ბოლოს და ბოლოს ბედნიერება დაიბრუნე“ – შაკირას შთამბეჭდავი ფოტოები ულამაზეს კაბაში

ცნობისთვის, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, 22 მარტს, შაკირამ მე-12 სტუდიური ალბომი – Las Mujeres Ya No Lloran გამოუშვა. „კოაჩელაზე” კი ტურნე, Las Mujeres Ya No Lloran World Tour დააანონსა, რომელიც სტარტს ნოემბრიდან აიღებს და მომავალ წლამდე გაგრძელდება.

შაკირამ მსოფლიო ტურნე ,,კოაჩელაზე” მისი მოულოდნელი გამოჩენისას დააანონსა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები