LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზომების გამკაცრება გარდაუვალია: გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი – აკაკი ზოიძე აუცილებელ ზომებზე საუბრობს

155
470-kaki1

“რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო, საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა პერსონალი არ გვეყოფა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ  მოვლენები პესიმისტური სცენარით ვითარდება.

როგორც ის წერს, ზომების გამკაცრება გარდაუვალია და თუ ინფექციის გავრცელების სიჩქარე არ შენელდა, ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება გველოდება.

ზოიძე იმ ზომებზე საუბრობს, რომელთა მიღებაც ინფექციის სწრაფ გავრცელებას შეუშლის ხელს:

„ 1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით;
2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი რესურსების (მათ შორის დიგიტალურის) ჩართვით, რომ დროულად მოხდეს მათი თვითიზოლაცია და/ან კოვიდსასტუმროში გადასვლა;
3. ადამიანების მობილობის დაქვეითება გავრცელების კერებში – დიდ ქალაქებში, რამდენიმე კვირით მაინც.

ამ შემთხვევებში უნდა მივიღოთ ეპიდემიოლოგიურად ყველაზე დიდი მოსალოდნელი ეფექტის და იმავდროულად სოციალურ-ეკონომიკურად ყველაზე ნაკლები ნეგატიური ეფექტის მქონე ზომები.

ახლა თუ მივიღებთ ამ ზომებს, ორ კვირაში წავა ინფიცირებულთა კლება და 20-24 დღეში კი სიკვდილობის შემცირება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.

დასაწერად ადვილია, განსახორციელებლად ძალიან ძნელი. მაგრამ ჩემი აზრით სხვა გამოსავალი ახლა უკვე არ არის, რომ ინფიცირებულთა ექსპონენციალური ზრდის ტემპი შევანელოთ“, – წერს აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g