LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზონალურ-საათობრივი პარკირება თბილისში დამატებით 1 315 ადგილზე ამოქმედდება

77
პარკირება

თბილისის მასშტაბით, დამატებით 1315 საპარკინგე ადგილზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაინერგება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და იმ შერჩეული ქუჩების შესახებ ისაუბრა, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება.

?   საბურთალოს რაიონში, დოლიძის, ტეხურას, ბალანჩივაძეების, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის, ლორთქიფანიძის ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება 733 ადგილს შეეხება;

?   სადგურის მოედანზე, დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ, ასევე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლის, ცაბაძის ქუჩებზე 281 ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილი იქნება;

?   გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარედ, ასევე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე 126 საპარკინგე ადგილზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება;

?   სამგორში, როგორც “ვარკეთილის” მეტროს მიმდებარედ, ისე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე 117 ადგილი იფუნქციონირებს.

კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ავტომანქანის გაჩერება საათში ერთ ლარად შესაძლებელია 5 000-მდე საპარკინგე ადგილზე.

კახა კალაძემ საინფორმაციო პავილიონების ადგილმდებარეობაზეც ისაუბრა და აღიშნა, რომ ზემოთხსენებული ქუჩების მოსახლეობისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება უფასო იქნება:

“ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედებამდე, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, რეგისტრაციისთვის საინფორმაციო მუნიციპალური პავილიონები იმოქმედებს დოლიძის ქუჩა №24-ში, ალექსიძის ქუჩა №1-ში, ბახტრიონის ქუჩა №13-ში, ბახტრიონის ქუჩა №30-ში, ცინცაძის ქუჩა №61-ში, ლორთქიფანიძის ქუჩა №10-ში, აბასთუმნის ქუჩა №1ა-ს მოპირდაპირედ, სადგურის მოედანზე, კერძოდ, გოგოლის ქუჩა №32-ში, გობრონიძის ქუჩა №2ა-ში და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ.” – თქვა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g