LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი დადებითია

122
d1b914de-6ad6-4358-9c2c-9928e993f617-640

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აღებული ნიმუშებიდან 14 პირის პასუხი დადებითია. ყველა კოვიდინფიცირებული ენგურჰესის თანამშრომელი, ან მათი კონტაქტებია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით ინფიცირებულები ე.წ საბერიოს კლასტერს მიეკუთვნებიან. მისი თქმით, მათი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა დღის განმავლობაში მოხდება.

დღევანდელი მონაცემებით, რუხის საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აღნიშნული პაციენტიდან რვა არასრულწლოვანია. კლინიკაში პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან შეყვანილი, მათ შორის ბათუმიდან, ხელვაჩაურიდან, ქუთაისიდან (19 პედაგოგი), ცაგერიდან, გურიიდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან. ინფიცირებულებს შორის ექვსი ადგილობრივია.

 

magti 5g