ზუგდიდში სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში პირველი პისიარ ტესტირება COVID-19-ზე ადგილზე 12 ადამიანს ჩაუტარდა. კვლევების თანახმად, კორონავირუსის არცერთ პირს არ დაუდასტურდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განმეორებითი კვლევა 14 დღიანი თვითიზოლაციის შემდეგ ჩაუტარდა ინფექციური საავადმყოფოდან გაწერილ პაციენტ ნომერს ერთს, რომელიც COVID-19-ით იყო ინფიცირებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან დღეს კორონავირუსზე სულ 23 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 11 ქუთაისში. ქუთაისში გაგზავნილი ტესტების ასუხები ჯერ არ არის ცნობილი.
“პიკს თვის ბოლოს მოველით”- ცერცვაძე ვარაუდობს, რომ 1 000 შემთხვევას არ უნდა გადაცდეს
არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ხელახლა არ დაავადდება: ჯანმო