საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის მასშტაბური, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი დაასრულა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს გადაეცემა.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებს და ბინები, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.
ბოლო წლების განმავლობაში, ზუგდიდში, ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინა 744 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა და შედეგად, 84 ნგრევადი ობიექტი დაიხურა. წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით, იძულებით გადაადგილებული 600 ოჯახი მიიღებს.

