LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ მანქანას თავს დაესხნენ – დაჭრილია ერთი ადამიანი

213
93033f953ffdce0fd887f0e296828236

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს.

შემთხვევის შედეგად დაჭრილია მამაკაცი.

ლიბერთი ბანკის გვერდით მდებარე აფთიაქში” აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

“ახალი მოსული ვიყავი ხმა რომ გავიგე, რამდენიმე გასროლა იყო. ვერ ვტოვებთ აფთიაქს, მხოლოდ გავიხედეთ. სხვა არაფერი ვიცი. კორპუსებიდან ქალი ამბობდა ორნი იყვნენო. სხვა არ ვიცი არაფერი”, – ამბობს აფთიაქის თანამშრომელი.

შემთხვევის შედეგად დაიჭრა ერთი ინკასატორი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ დიასამიძის განმარტებით, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწო.

 

წყარო: რადიო ათინათი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g