ზუგდიდში მეოთხე დღეა ოჯახი 14 წლის გოგოს ეძებს.
დაკარგულის დედის ინფორმაციით, მათ პოლიციას უკვე მიმართეს და ამ წუთებში მოზარდის და იკითხება.
დედა ყვება, რომ ბოლოს გოგონა მისმა დამ ნახა.
„ერთად იყვნენ. მაღაზიაში გავიდნენ, ჩემი შვილი შიგნით შევიდა მეორე კი გარეთ ელოდებოდა. მაღაზიიდან გამოსულს კი და გარეთ არ დახვდა,“ – ამბობს დედა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით შექმნილია სამძებრო ჯგუფი. მოზარდს პოლიცია ორი დღეა რაც ეძებს.