ზურა ხაჩიძე ბლოგერ თათა ხუნდაძეს პასუხობს, რომელმაც მცირე ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ბრენდული პიჯაკების ფასები გამოაქვეყნა.
ზურა აღნიშნავს, რომ მაკა ბოჭორიშვილი ქვეყანაზე შეყვარებული მოხელეა:
„აქციების ჩატარებაზე რომ მილიონები იხარჯება, მაშინ რატომ არ ახსენდებათ ბავშვები?! ან მაშინ რატომ არ ისმოდა მათი პროტესტი, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი ფავორიტი ადამიანების კომფორტისთვის, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მილიონებს ხარჯავდა?
სამაგიეროდ, როგორც კი ქვეყანაზე შეყვარებულ მოხელეს დაინახავენ, ისეთს, როგორიც მაკა ბოჭორიშვილია იმ წუთში, მის გაშავებას იწყებენ!!!“