LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: „ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს, რა! ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ და დააავადებთ, ვისთვის ვიღებთ ამ კანონს, ან ეს ქვეყანა ვისთვის გვინდა?“

2273
ზურა ყიფშიძე

ზურა ყიფშიძე ჟურნალ „გზის“ დღევანდელ ნომერში პასუხობს კითხვას გამჭვირვალობის შესახებ კანონის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ახლახან მიიღო მესამე მოსმენით.

მსახიობი აღნიშნავს, რომ ზოგადად ამ კანონის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ახლა ფიქრობს, რომ არ უღირს:

„აღარ შემიძლია, შვილო, გული მაქვს გახეთქვაზე, საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. არაფერი არ ღირს ახალგაზრდების ჯანმრთელობის ფასად. მე ვეცადე, გავრკვეულიყავი ამ კანონის ავკარგიანობაში, ჩემი შეფასებით, ამ კანონის ქვეყნისთვის მიღება არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. მე არ ვიცი, ვინ რა უთხრა ბავშვებს, ვინ გააგიჟა ასე… ნამდვილად არ ვიქნებოდი კანონის მიღების წინააღმდეგი, მაგრამ აღარ მიღირს, რა! ამ ახალგაზრდებს თუ დახოცავთ და დააავადებთ, ვისთვის ვიღებთ ამ კანონს, ან ეს ქვეყანა ვისთვის გვინდა? ძალიან მეშინია, სამოქალაქო ომი არ მოხდეს, ამას ქვეყანა ვეღარ გაუძლებს. ძალიან ცუდად ვარ, არ ვიცი, ამ ამბავს როგორ გადავიტან…“

ჟურნალ „გზის“ ახალი ნომერი დღეს, 16 მაისს გამოვიდა, სადაც სხვა ცნობილი სახეებიც აფასებენ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

უკვე თვეზე მეტია დედაქალაქსა და საქართველოს დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. 14 მაისს, პარლამენტმა 84 ხმით მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

mazda magti 5g