LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ბატიაშვილი: “ჩვენ ახლა გვაქვს საბჭოთა შეიარაღება, „ჰაიმარსებიც“ გვჭირდება თავდაცვისთვის და უპილოტო საფრენი აპარატებიც, მაგრამ ხელისუფლება ამ მიმართულებით არ აქტიურობს”

66
rhehr4erhre

შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი ხვალ საქართველოს ეწვევა. ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ვიზიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა ისაუბრა.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, აშშ-ს ინტერესი საქართველოს მიმართ არ განელებულა, ბონი ჯენკინსის ვიზიტი კი სწორედ ამის დასტურია.

“პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ შეერთებული შტატების ინტერესი არ განელებულა და ეს ვიზიტი არის სწორედ ამის ნიშანი.

ზოგადად შეცვლილია სიტუაცია, უსაფრთხოების გარემო რეგიონში და ამ მხრივ, შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ადგილზე ცდილობს უკეთესად დაინახოს სიტუაცია და ამიტომ ხორციელდება ვიზიტი.

ამავე დროს, უნდა დავინახოთ და არ უნდა გამოგვეპაროს ის მოვლენა, რომ ჩვენ ახლა გვაქვს საბჭოთა შეიარაღება და გვჭირდება აუცილებლად გადასვლა დასავლურ შეიარაღებაზე.

გარდა იმისა, რომ დასავლური შეიარაღება უფრო ზუსტია, თანამედროვეა, უკეთესია, ამის გარდა, სიტუაცია მოითხოვს გადასვლას, რატომ? იმიტომ რომ თეორიულად რომ ვთქვათ, რომ დავრჩით ამ ძველ შეიარაღებაზე, ეს ძველი შეიარაღება გათავდება საბოლოო ჯამში.

დასავლეთის ქვეყნებმა, მაგალითად ევროპის აღმოსავლეთ ნაწილმა, შეიძლება შეიარაღება გადასცეს უბრალოდ უკრაინის მხარეს და დიდად ვეღარ შევიძენთ.

უკრაინისგანაც ვერ შევიძენთ იმიტომ, რომ გამოიყენებენ და ბუნებრივია, რომ რუსეთისგანაც ვერ შევიძენთ.

ამიტომ ტყვია-წამალი იქნება თუ შეიარაღება, ეს საბჭოთა, ძველი, შეიარაღება უკვე აღარ იქნება აქტუალური და პრაქტიკული მომავალი წლიდან, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გადავიდეთ ნატოს შეიარაღებაზე.

ზურაბ ბატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავს ესხმის სუსტ ქვეყნებს და სწორედ ამიტომ, ხელისუფლება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე მუდმივად უნდა მუშაობდეს:

სამწუხაროდ, ქართული მხარე არ აქტიურობს, ახლა უნდა იყოს ქართული დიპლომატია აქტიური საერთაშორისო არენაზე, არა მხოლოდ შეიარაღების თვალსაზრისით, საქართველოს საკითხის გასატანად.

საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ამ ვითარებაში, რასაც დეოკუპაციის ტალღა ჰქვია და უკრაინა ამას თავისი შეიარაღებული ძალების საშუალებით ახორციელებს, ჩვენ ეს გვინდა დიპლომატიური გზით გადავწყვიტოთ, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიაქტიურეთ, ჩვენ მაგივრად სხვა ვერ იაქტიურებს.

„ჰაიმარსებიც“ გვჭირდება თავდაცვისთვის, უპილოტო საფრენი აპარატებიც, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით არ აქტიურობს.

ჩვენ ხელს გვიშლის ის არასწორი პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს დაკავებული, ომი არავის არ გვინდა გასაგებია მაგრამ ის, რომ ომი არ გვინდა, ყველაზე კარგი საშუალება არის ის, რომ უნდა ემზადო ომისთვის და იყო კარგად შეიარაღებული.

თავდაცვისუნარიანობა უნდა გქონდეს ამაღლებული, რომ სხვას არ მოუნდეს შენი დაპყრობა და ვიცით, რომ რუსეთი თავს ესხმის სუსტ ქვეყნებს და არა ძლიერ ქვეყნებს. უკრაინაც ჩათვალა სუსტად და თავს დაესხა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ის მიდგომა, რომ ჩვენ არაფერი არ გვეხება და სირაქლემას პოზიციაში ყოფნა კარგია, ეს არასწორი პოზიციაა, ეს დამღუპველი პოლიტიკაა,” – აღნიშნა ზურაბ ბატიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები