LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ბატიაშვილი: „რეგიონში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა – საქართველო უნდა იყოს მეტად დემოკრატიული და მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს ჰქონდეთ დაცვის მოტივაცია“

132
ზურაბ ბატიაშვილი

„რეგიონში მიმდინარე ომი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა, ყველა პრობლემა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მათ შორისაა საქართველოს გამოწვევები – საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად დემოკრატიული და მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს დაცვის მოტივაცია ჰქონდეთ“, – ამის შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

„რონდელის უსაფრთხოების კონფერენციის“ ფარგლებში ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან ასევე აღნიშნა, რომ როდესაც რეგიონში მიმდინარე პროცესებზეა მსჯელობა, საქართველო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვერ იქნება.

„დრამატული და საინტერესო მოვლენები გველის.. უკრაინა გაიმარჯვებს და ეს ამ წელს მოხდება“: ზურაბ ბატიაშვილი

„ჩვენც შავი ზღვის რეგიონის ნაწილი ვართ, სადაც მიმდინარეობს ომი, რომელსაც ამდენი სიცოცხლე შეეწირა და რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არ არსებობს შენი და სხვისი პრობლემა. ყველა პრობლემა ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

მათ შორისაა საქართველოს გამოწვევები – საქართველო უნდა იყოს უფრო მეტად დემოკრატიული, უფრო მეტად პროდასავლური, რათა მოკავშირეებს ჰქონდეთ დაცვის მოტივაცია. საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირშიც, NATO-შიც. ამ საკითხებზეა მსჯელობა“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ტერიტორიებს ტაშ-ფანდურით დავიბრუნებთ შესაბამისად, ქვეყანა ყველა სცენარისთვის მზად უნდა იყოს“ – ზურაბ ბატიაშვილი 

დასმულ კითხვაზე, აკეთებს თუ არა საქართველო მაქსიმუმს, რათა ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებული შესაძლებლობა გამოიყენოს, ბატიაშვილი უპასუხა, რომ „სამწუხაროდ, ვერ ვაკეთებთ“.

„ევროკავშირს შესაბამისი მოთხოვნები აქვს ხოლმე პუნქტების სახით, რაც უნდა შესრულდეს, და რაც, სამწუხაროდ, არ შესრულდა. ჩვენ ვნახეთ უამრავი შეუსრულებელი პუნქტი. ის გადაწყვეტილება, რაც ევროკავშირმა მიიღო, მხედველობაში მაქვს წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, ერთგვარი წინსწრებად მოცემულია, გამოცხადებული ნდობაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმის გამო, რომ თუნდაც ერთი წლის წინ გამოსვლების დროს ქართველმა ხალხმა უარი თქვა საბჭოთა წარსულში დაბრუნებაზე.

ვგულისხმობ „რუსულ კანონზე“ უარის თქმას. ეს ყველაფერი [კანდიდატის სტატუსი] ავანსადაა მოცემული და საერთო ჯამში რეფორმები უნდა გავატაროთ. დასავლეთი ფასეულობების გარშემო შეკრებილი ცივილიზაციაა და მისი ნაწილი ვართ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ“, – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ წელს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ე.წ. რუსული კანონის ინიციირებას საზოგადოების მხრიდან საპროტესტო აქციები მოჰყვა, ბატიაშვილის შეფასებით, „რუსული კანონის“ შემოტანის მცდელობა, ისტორიის მსვლელობის შემოტრიალების მცდელობა იყო და „კარგია, რომ არ გამოვიდა“.

ზურაბ ბატიაშვილი: “ჩვენ ახლა გვაქვს საბჭოთა შეიარაღება, „ჰაიმარსებიც“ გვჭირდება თავდაცვისთვის და უპილოტო საფრენი აპარატებიც, მაგრამ ხელისუფლება ამ მიმართულებით არ აქტიურობს”

„რუსული კანონის“ შემოტანის მცდელობა რეალურად იყო საბჭოთა კავშირში მიბრუნების მცდელობა, ისტორიის მსვლელობის შემოტრიალების მცდელობა იყო, რაც კიდევ უფრო მიაბამდა საქართველოს რუსეთს. კარგია, რომ ეს არ გამოვიდა და კარგია, რომ მართალია, შეზღუდულად, მაგრამ მაინც სიტყვის თავისუფლება არსებობს“. – განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g