„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოთქმულ ინიციატივას, ძალების გაერთიანების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ თავადაც ამის მომხრეა.
როგორც პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი და კოალიციის ლიდერი აღნიშნავს, ორ მოთხოვნაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა, გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააჟღერა, შეჯერებულები არიან:
თინა ბოკუჩავა: ხვალიდან ბრძოლა სხვა ფაზაში გადავა
„მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ. გუშინ რაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ორი მოთხოვნაა რაზეც შეჯერებული ვართ:
ა) ახალი საპარლამენტო არჩევნები და ბ) პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ორივე მოთხოვნას ვიზიარებ. ასევე, სადაც უკვე არსებობს კოორდინაციის პრაქტიკა რომელიც მუშაობს, მაგალითად საგარეო ფრონტზე, მანდაც ჩართული ვარ.
„[ე.წ. კომისია] ისტორიის გარკვევას არ ემსახურება“ – სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი: მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად ბრძოლას მიეცეს პოლიტიკური ფორმატი – შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა
„დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები და გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები“
თუ რამე ახალი მიმართულება გაჩნდება, სადაც შესაძლებელი იქნება კოორდინაცია (ნეტავ), არც იქ ჩართვის პრობლემა მაქვს. თუმცა მთავარი და სასწრაფო მგონია 1. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება (მაგ. რეჟიმისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა რაიმე ნაბიჯით) 2. რეჟიმის დამარცხების გზაზე/სტრატეგიაზე ერთიანი, გასაგები პოზიციის ჩამოყალიბება, რომელსაც მოქალაქეებს ავუხსნით და მერე მათთან ერთად შევასრულებთ.“ – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძე: „დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი!“
მე ძალების გაერთიანების ნებისმიერი მცდელობის მომხრე ვარ. გუშინ რაც ისაუბრა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ორი მოთხოვნაა რაზეც…
Posted by Zurab Girchi Japaridze on Tuesday 1 April 2025