LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ზვიადაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ – თელავის სასამართლომ მსაჯულების შერჩევა დაიწყო

211
BeFunky-collage (2)

თელავის რაიონულ სასამართლოში, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის საქმეზე, მსაჯულების შესარჩევი პროცესი გაიხსნა. სასამართლომ, 12 ნაფიცი და 2 სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს, რომლებიც საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ. ინფორმაცია “ფორტუნას” იუსტიციის საბჭოს პრესამსახურში დაუდასტურეს.

სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა მკვლელობის საქმიდან ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალის ცალკე გამოყოფის საკითხი, რადგან ის ნაფიცი მსაჯულების განსახილველი საქმეების კატეგორიას არ მიეკუთვნება. ჯანგირაშვილს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.

მოსამართლემ ზვიადაური 50 ათას-ლარიანი, ხოლო ჯანგირაშვილი 5 ათას-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 29 ნოემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში 17 აგვისტოს მოხდა.

ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი იყო ზურაბ ზვიადაურს ძმა, ზვიად ზვიადაური.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

საქმეზე მომდევნო სხდომა 21 იანვარს იგეგმება.

“ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის­თვის მი­მინ­დია. პი­რა­დად მე ზვიადაურს შევუდნობ და ვა­პა­ტი­ებ! იმი­ტომ ვა­პა­ტი­ებ, რომ ჩემი შვი­ლიც აპატიებდა” – რას ამბობენ მოკლული ნიკა კენჭოშვილის მშობლები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g