LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილი-ივანიშვილის აზრები გაიყო: გაანაწყენა თუ არა პრეზიდენტმა თავისი მოხსენებით „ოცნების“ თავმჯდომარე  

101
44797786-3653750774642406-5815839091236798464-o

2019 წელი, როგორც საპროტესტო აქციების წელი, ამჟამინდელი პრემიერისა და მაშინდელი ყოფილი შს მინისტრის ბრძანებით დარბეული აქციები, თვალებდაკარგული ახალგაზრდები, პოლიტიკური კრიზისი, საერთაშორისო პარტნიორების მწვავე და უწყვეტი კრიტიკა, პირდაპირი მინიშნებები ვაშინგტონიდან სანქციების დაწესებაზე, სკანდალური შეწყალებების სერია, პრობლემები ეკონომიკაში და გაძვირებული საკვები – ეს საქართველოს მთავარი გამოწვევების არასრული ჩამონათვალია, თუმცა როგორც ჩანს, ქვეყნის პირველ პირი გასულ წელს ამ საკითხებს არ შეუწუხებია. ყოველ შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშში ვერც ერთი ეს თემა ვერ მოხვდა, არადა მისი მოხსენება იმ მთავარი მოვლენების მიმოხილვა უნდა ყოფილიყო, რაც ქვეყანაში გასულ წელს მოხდა.

რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტის წლიურ მოხსენებაზე აზრი ექსპერტებისთვის ეკითხა და პასუხები მიეღო ლეგიტიმურ შეკითხვებზე: რატომ გამოტოვა ზურაბიშვილმა ყველაზე მთავარი საკითხები თავის ანგარიშში, რას ნიშნავდა მიგრაციის პრობლემაზე აქცენტის გაკეთება, როცა ბიძინა ივანიშვილი ყველას მოგვიწოდებს, სამუშაოდ მიუნხენში გადავბარგდეთ, რა პროდასავლურ კურსზე საუბრობს, როცა გაეროს ტრიბუნიდან ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციას თბილისში ეპატიჟება, თანაც კანონის გვერდის ავლით, რისი თქმა უნდოდა ქვეყნის პირველ პირს და რა გვითხრა ან რა ვერ გაგვაგებინა?

პოლიტოლოგი და ექსპერტი ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ზოგადი და გაურკვეველი იყო. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პროდასავლურ კურსზე საუბარი, რომ ქვეტანა ამ კურსს არ გადაუხვევს, მის წინა განცხადებებს და ხელისუფლების ქმედებებს ეწინააღმდეგება.

სასამართლოს პროგრესი უდავოა - სალომე ზურაბიშვილი

"ზოგი სამართლიანი და ზოგიც პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, სასამართლოს პროგრესი უდავოა".

„სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენების შემდეგ ბევრი შეკითხვა გაჩნდა.  ის ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, ამ დროს ცოტა ხნის წინ კანონის გვერდის ავლაზე რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლაზე ლაპარაკობდა. გარდა ამისა, მისი განცხადებები რეალურ ფაქტებს ეწინააღმდეგება. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – ეს ფრაზა კარგად ასახავს რეალობას. ფაქტი ისაა, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება, ეს კი პოლიტიკურ დამოკიდებულებას ნიშნავს. რუსეთ ნომერ მეორე სავაჭრო პარტნიორია“, – ამბობს ექსპერტი.

რადიო „ფორტუნას“ შეკითხვაზე, მიგრაციასთან დაკავშირებით ივანიშვილის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება რას ნიშნავს ან ამაზე რა რეაქცია ექნება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ნიკა ჩიტაძე გვპასუხობს:

„ივანიშვილი მოგვიწოდებს ევროპაში სამუშაოდ წასვლისკენ და ეს იმ ფონზე, როდესაც 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით თუ 4 მილიონ 400 ათასი მოსახლე იყო ქვეყანაში, 2016 წელს 3 მილიონ 700 ათასი ადამიანია. ქვეყნიდან ისედაც ხალხი მასობრივად მიდის. რაც შეეხება ზურაბიშვილის განსხვავებულ მოსაზრებებს, ამის გამო ბიძინა ივანიშვილისგან შესაბამისი რეაქცია მოსალოდნელი არ არის. ერთი მარტივი მიზეზის გამო – ჯერ ერთი სალომე არ მოიქცა გიორგი მარგველაშვილის მსგავსად, დაუჯერა ივანიშვილს და პრეზიდენტის სასახლეში არ გადავიდა. გარდა ამისა, მიგრაციაზე გამოსვლა იმითაც დაბალანსდება, რომ ბოლობოლო ზურაბიშვილმა მას პრეზიდენტი უწოდა. დე ფაქტო პრეზიდენტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ამიტომ არ მგონია, რომ მათ შორის ისეთივე დაპირისპირება იქნება, როგორც ეს მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის იყო“, – აცხადებს ექსპერტი ნიკა ჩიტაძე.

წლიურ ანგარიშში სალომე ზურაბიშვილმა ერთი სიტყვითაც არ ახსენა 20 ივნისის მოვლენები, არ ისაუბრა არც მის სკანდალურ შეწყალებებზე. მან წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად მაგ. ჩათვალა, რომ საზოგადოება დეპრესიაშია. თავისი გამოსვლის დასაწყისში კი საერთოდ იმაზე ისუაბრა, რა გზა გაიარა ქვეყანამ 70-წლიანი საბჭოთა პერიოდის შემდეგ და როგორ მოვიდა დღემდე.

ექსპერტები ამბობენ, რომ სხვა თემებთან ერთად, ყველაზე მეტი შეკითხვა შეწყალებებზე არსებობდა. მიუხედავად ექსპერტებისა და ასევე ოპოზიციის მწვავე შეფასებებზე, კმაყოფილი დარჩა უმრავლესობა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადეს, რატომ – არავინ იცის. ფაქტი ისაა, რომ პრეზიდენტს პარლამენტში შემდეგ წლამდე დავემშვიდობეთ.

“პოლიტიკურ ჭიდილში არ ჩავებმები” – პრეზიდენტი ამბობს, რომ დამოუკიდებელი და ზეპარტიულია”

უმუშევრობა, ქალთა მიმართ ძალადობა, ეკლესიის შელახვის მცდელობები – პრეზიდენტის წლიური მოხსენების მთავარი მესიჯები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები