LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილმა ფაქტობრივად თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ღალატობს საქართველოს სახელმწიფოს და უსპობს ევროპულ მომავალს: ხათუნა ლაგაზიძე

182
ლაგაზიძე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილი: დღეს მინდოდა ჩასვლა საფრანგეთში, პოლონეთში და უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი – მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა

ზურაბიშვილი: არ მჯერა, სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი – არ მიმაჩნია, რომ ამ პროცესის წინ წასვლაში ვინმეს უნდა გადავყვეთ: არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ივანიშვილს

მისი განმარტებით, „სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ღალატობს საქართველოს სახელმწიფოს და უსპობს ევროპულ მომავალს“. პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ევროპული მომავლის გადასარჩენად ბრუნდება, ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს.

პრეზიდენტი: არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!

სალომე ზურაბიშვილმა ფაქტობრივად თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ღალატობს საქართველოს სახელმწიფოს და უსპობს ევროპულ მომავალს, რომელსაც თაობები შეეწირნენ საუკუნეების განმავლობაში. სალომე ზურაბიშვილი ალბათ გახდება ფლაგმანი საქართველოს დაცვისთვის. ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ გადავარჩინოთ ევროპული მომავალი.

მისი განცხადების ის ნაწილი, სადაც ამბობს, რომ ბრუნდება საქართველოში, ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაფიქრებინებს, რომ ის კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს თავისი სიტყვების შესასრულებლად“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g