LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზურამ ისე გააკეთა, ფილმებში თუ ხდება მსგავსი რამ, ცარიელი გულია…” – უცნობი ისტორია ზურაბ ზვიადაურზე

281
60e55073016d39d1a2c2cc16528dca54-XL

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს ზურაბ ზვიადაურს, რომელსაც წინასწარი ორთვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, რამდენიმე დღის წინ, კლინიკაში გამოკვლევა დასჭირდა. ადვოკატმა მედიას განუცხადა, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია და ის კვლავ სასჯელაღსრულების დასაწებულებაში დააბრუნეს.

როგორ გაგრძელდება მკურნალობა ეს კვლევის პასუხზეა დამოკიდებული.

ზურაბ ზვიადაურს 18 აგვისტოს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარუდგინეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიება მას, 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავება. საქმე ეხება წინანდლის ტყეში მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც 3 პირი მოკლეს.

პროკურატურის მტკიცებით, ზურაბ ზვიადაურმა, რომელიც ამ კონფლიქტში მონაწილეობდა, საკუთარ სახელზე რეგისტრირებული იარაღით, სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.

ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყოფილი დეპუტატი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ამავე პოზიციაზეა თავად ზვიადაური და ის ბრალს არ აღიარებს.

სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს განახლდება. ამ ამბიდან დღემდე არ წყდება ზვიადაურთან დაკავშირებული ისტორიების გავრცელება სოციალურ ქსელებში.

მისმა მეგობრებმა თბილისელებთან ინტერვიუში ზვიადაურთან დაკავშირებული ამბები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ ის ძალიან მოკრძალებული ადამიანია.

დავით ავალიშვილი (მეგობარი):

“ზურა არასოდეს გიღალატებს, ეს გამორიცხულია თუ ვინმემ უღალატა, გაშორდება. შეიძლება, აღარ მიიკაროს, მაგრამ ბოროტება და შურისძიება ნაღდად არ ახასიათებს. საუკეთესო მეგობარია მანამდე, თუ ბოდიში და ზედ არ დააფურთხე.

17 წელი ოცნებობდნენ ცოლი და ქმარი შვილზე. ზურას ბავშვები სიგიჟემდე უყვარს. ისეთი გახარებული იყო, ვერც წარმოიდგენთ. რამდენიმე თვის წინ მე ვუთხარი ზურა, სიზმარში ვნახე, რომ შენი მეუღლე ფეხმძიმედ იყო და ბავშვი შეგეძინებათ-მეთქი, ძალიან გაუხარდა, მაგრამ არ დაიჯერა. ყველა ეკლესია-მონასტერი შემოვლილი ჰქონდათ, ლოცულობდნენ. ბოლოს ზურას ცოტა იმედი გადაეწურა და დალევაც დაიწყო. ნერვიულობდნენ, მაგრამ არაფერს ამბობდნენ. ახლობლები საერთოდ ამ თემაზე არ საუბრობდნენ, რადგან, მათთვის მძიმე მომენტი იყო. ცაში ფრინავდა სიხარულით, როცა გაიგო, რომ ამდენწლიანი ნატვრის შემდეგ მამა გახდებოდა. უფრო კეთილი გახდა, სახლის შენებას შეუდგა – ხევსურეთში უნდა დავახვედროო.

15 რიცხვში ვიდეოზარით დიდხანს ვისაუბრეთ. მაგარ ხასიათზე იყო და სულ ხუმრობდა. აივანზე ორი ყანწი იდგა მაგიდაზე და მითხრა, აი ამ ყანწით უნდა დაგათროო. 16-ში კი ეგ ამბავი მოხდა, არადა, მასალა უნდა ეყიდა და ხევსურეთში წაეღო სახლის ასაშენებლად. საშინელება მოხდა, არადა ზურასნაირი ხალხი ბევრი რომ იყოს, საქართველოში შიმშილი არ იქნებოდა.

ძალიან მეცოდება, ცარიელი გულია. ერთხელ რესტორანში იჯდა და მის ახლოს ახალგაზრდა, შეყვარებული წყვილი დაჯდა. მენიუ რომ ნახეს, ფასებზე გულები გაუსკდათ და მხოლოდ ყავა შეუკვეთეს. ზურამ ეს შეამჩნია, მივიდა ოფიციანტთან, მოელაპარაკა და ისე გააკეთა, თითქოს აქცია იყო და მაგარი სუფრა გაუშალეს შეყვარებულებს. ფილმებში თუ ხდება მსგავსი რამ, თან თვითონ საერთოდ არ გამოჩენილა.

საოცრად შემწყნარებელია. ამას უმიზეზოდ არ ვამბობ. წლების წინ, ოლიმპიადისთვის რომ ემზადებოდა და დაჭრეს, მიზეზი ზუსტად არ ვიცი, რადგან ზურას არ უყვარდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ის ვიცი, რომ ვინც დაჭრა, მერე დაძმაკაცდა იმ ადამიანთან.
ახლა კაცი სიმწრით გათავებულია. აბა, როგორ იქნება, გასვენების დღეს ბორკილებით იღებდა სამძიმარს”,- აცხადებს ზვიადაურის მეგობარი “თბილისელებთან” ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g