LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ “ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ: ტიკარაძე

89
Untitled design (3)

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო “ფაიზერის” მილიონამდე დოზას მიიღებს.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია აქვთ.

მისივე განცხადებით, ივნისში ასევე შემოვა “სინოფარმის” დამატებით, 250 ათასი დოზა:

“ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ “ფაიზერის” მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ დოზებზე მოწოდების ბაზას. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას “ასტრაზენეკას” 30 აპრილისთვის.

ასევე წარმატებით მიმდინარეობს “სინოფარმთან” მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „კომპანიის” მხრიდან ივნისში.” – თქვა ჯანდაცვის მინიტრმა.

დღესვე, მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქსელი, სადაც მოქალაქეები აიცრებიან – მისი თქმით, ქვეყანაში დამატებით, ვაქცინაციის 78 ცენტრი გაიხსნება.

magti 5g