LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზვიად ციკოლია აკეთებს საათებს, თავი რამით ხომ უნდა ირჩინოს“ – მიხეილ სააკაშვილი

saakashvili

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლების დროს, საქართველოში ფრთოსან რაკეტებს აწარმოებდნენ და ქვეყანას ჰქონდა შესაძლებლობა, ამ დარგში, მსოფლიოში ერთერთი წამყვანი როლი დაეკავებინა.

ახლა კი მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც თვითმფრინავებს აწყობდნენ, თავის რჩენის მიზნით, საათებს აკეთებენ, ან სხვა რამით არიან დაკავებული.

„მე ახლა მიკეთია საათი, რომელიც უკრაინელების შეკვეთით, ზვიად ციკოლიამ გააკეთა. ზვიად ციკოლია ჩვენ დროს აკეთებდა ლაზიკას, დიდგორს და ზვიადი აწყობდა თვითმფრინავებს “დელტაში”. დღეს არავინ აწყობს თვითმფრინავს “დელტაში”. ჩვენი ხელისუფლების ბოლოს ჩვენ ვაწყობდით ფრთოსან რაკეტებს, ეს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ხდება. ახლა კი, ზვიად ციკოლია აკეთებს საათებს უკრაინის თავდაცვის კომიტეტისთვის, თავი რამით ხომ უნდა ირჩინოს. დამთავრდა “დელტა”, თვითმფრინავები… საუკეთესო ხალხი, კაცმა არ იცის რითია დაკავებული. ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღალი ტექნოლოგიური წარმოება,” – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.

ზვიად ციკოლია ცნობილი ქართველი დიზაინერია, მის სახელს უკავშირდება საბრძოლო მანქანების „ლაზიკისა“ და „დიდგორის“ დიზაინი.

ციკოლიამ 2015 წელს საათების ქართული ბრენდი „რონიუს პუნქტუა” შექმნა. მისი გვარი მომავალთან, ინოვაციებთან და დიზაინის სფეროში ახალ სიტყვასთან ასოცირდება. მისი საათები კი ინგლისის დედოფლის და მსოფლიოს უამრავი პირველი პირის საკუთრებაშიცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g