საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ ფაქტს სოციალურ ქსელში ადვოკატი ზვიად კორძაძე ეხმაურება.
როგორც კორძაძე აღნიშნავს, ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც საბჭოთა კავშირს თავი დააღწია და ვერც კი იოცნებებდა მოვლენათა მსგავს განვითარებაზე.
„ისე მოხდა, რომ ევროპაში ვარ, დღეს ჩამოვედი. წარმოუდგენელია, რასაც ახლა განვიცდი. არ მიწყენენ ახალგაზრდები, მაგრამ ჩვენთვის საბჭოთა კავშირიდან თავდახსნილი ადამიანებისთვის, იმათთვის ვისაც ოცნება არ შეგვეძლო მოვლენათა მსგავს განვითარებაზე, იმათთვის ვისთვისაც ირაკლი წერეთელი, რომელიც 90-იანების დასაწყისში ნატოს და ევროპას ითხოვდა, ჩვეულებრივ არადეკვატურ ადამიანად ითვლებოდა, იმათთვის ვინც ბრეჟნევის, ჩერნენკოს და ანდროპოვის გარდაცვალებას დროს მაშინ არსებულ ერთადერთ ტელევიზიაში სამგლოვიარო მელოდების უსმენდა, დღევანდელი დღე არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების გარანტიისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი – ასრულებული ოცნება. ამისთვის პირველ რიგში თქვენ მადლობა ახალგაზრდებო. არავის დაავიწყდება თქვენი გადამწყვეტი როლი ამ საქმეში. საქართველო ევროპაა“- წერს ზვიად კორძაძე.
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო