LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 2 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა

54

2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიონი საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაური შემოვიდა. ეს მაჩვენებელი 12.7 პროცენტით მეტია 2017 წლის მეორე კვარტალზე.

საქსტატის ცნობით, შემოსავლების 45.8 პროცენტი (891 ათასი) 31-50 წლის ასაკის მოგზაურებზე მოდის. რაოდენობით თითქმის იდენტურია ვიზიტები 15-30 და 51-70 წლების ასაკობრივ ჯგუფებში (466.9 ათასი და 465.6 ათასი).

2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 14 წლამდე ასაკის მოგზაურების 121.7 ათასი ვიზიტი დაფიქსირდა. ამავე პერიოდში 71 წელზე უფროსებმა ჩვენს ქვეყანაში 34.3 ათასი ვიზიტი განახორციელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები