LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი – რაც გუშინ თბილისში ვნახეთ, ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დეტალურად იყოს შესწავლილი

36

რაც გუშინ თბილისში ვნახეთ, ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეპუტატების გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს საპარლამენტო ფორმატში, თუმცა ეს შეიძლება იყოს მინისტრების დაბარებაც.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონოდ რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად. მაგრამ რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება, ის ინფორმაცია, რასაც შს სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ აუცილებელია სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროს, იმ ადგილას და იმ ფორმით, შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში და კითხვებს უნდა გაეცეს ამომწურავი პასუხები. დღეს მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი აქციის ორგანიზებას. მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება არის კონსტიტუციით გარანტირებული და შს სამინისტრომ უნდა უზრუნველოს ეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ მოქალაქეებმა დღეს შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუზღუდავი სარგებლობა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის დავალებით, ადმინისტრაცია აქციას დიდი ყურადღებით დააკვირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები