LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ სააკაშვილის გაადგილებას უცხოელ პარტნიორებთან არ განვიხილავთ – უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

28

“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაადგილებას უცხოელ პარტნიორებთან არ განიხილავს,”  – ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსეი მაკეევმა, ტელეარხ ZIK-ის ეთერში გააკეთა.

„უკრაინის საგარეო უწყება მუდმივად ხვდება უცხოელ კოლეგებს, მაგრამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ერთი კონკრეტული პირის გადაადგილება არ არის. შესაბამისად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამგვარ საუბრებს არ ატარებს. მითუმეტეს, რომ ვინ იცის თუ ხვალ სად აღმოჩნდება ეს პირი,“ – დასძინა მაკეევმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები