LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ” – მიხეილ სააკაშვილი

26

მიხეილ სააკაშვილის  სრულ სისულელეს უწოდებს მის დაპატიმრებაზე გავრცელებულ ინფორმაციას. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას ამის არც რესურსი აქვს და არც გამბედაობა.  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა, სადაც ის კიევიდან ჩაერთო.

საქართველოს ექსპრეზიდენტი დღევანდელ უკრაინას შევარდნაძის დროინდელ საქართველოს ადარებს.

“ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ძალიან ჰგავს შევარდნაძის დროინდელ საქართველოს”

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ  რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. მისი ერთადერთი სურვილია, რომ ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალოს.

„პოროშენკოს რომ ჰქონდეს ჯადოსნური ჯოხი, აუცილებლად აიქნევდა და გამაქრობდა აქედან და იგორ კიო ან კოპერფილდი რომ იყოს. არ გამოდის, ასე არ ხდება. მე ვარ ფაქტორი უკრაინის და დავრჩები ფაქტორად,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა, “თუ ივანიშვილის დავალებით უკრაინის ხელისუფლებას წაუცდა ხელი, შესაძლოა, რომ ის მოიტაცონ და იძულებითი წესით გამოამგზავრონ საქართველოში”.

„ერთადერთი გზაა, რომ მომიტაცონ, ჩამტენონ თვითმფრინავში და გამომაგდონ. ამას მოჰყვება უკრაინის მთავრობის დამხობა და მეორე, ძალიან დააჩქარებს ეს ივანიშვილის მოქესტვას საქათველოდან,“ – აცხადებს სააკაშვილი. 

ექსპრეზიდენტი  აცხადებს, მსგავს შემთხვევასი საქართველოში ციხეში მშვიდად ჯდომას არ აპირებს და აუცილებლად გააგრძელებს ბრძოლას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაასრულებს.

მიხეილ სააკაშვილმა არჩევნის ეთერში  საქართველოს მთავრობა კიდევ ერტხელ გააკრიტიკა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გაიხსნასთან დაკავშირებით აღნისნა, რომ ეს პროექტი 2014 წლისთვის უნდა გახსნილიყო. სააკაშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში  ყოფნის დროს საკმაოდ ბევრი პროექტი არ განხორციელდა ან გვიან გაკეთდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები