LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადავინაცვლოთ უკრაინის პარლამენტთან, გავუშვათ პოროშენკო და მისი ბანდა – მიხეილ სააკაშვილი 

45

“გადავინაცვლოთ უკრაინის პარლამენტთან, გავუშვათ პოროშენკო და მისი ბანდა,” – ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მხარდამჭერებმა სამართალდამცველთა მანქანიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს, საზოგადოებას მიმართა.

სააკაშვილის განცხადებით, მისი დაკავება „ბანდიტი პოროშენკოს და ქართველი ოლიგარქის პუტინთან შეთანხმებით“ განხორციელდა.

მისი თქმით, “უკრაინელი ხალხი იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ და არავის მისცემს უკრაინაში დემოკრატიის მოკვლის შესაძლებლობას”.

„მათ არ უყვართ ეს ხელისუფლება. მთელი გზა უსაფრთხოების სამსახურის წევრები პოროშენკოს აკრიტიკებდნენ. ნუ შეგეშინდებათ, ჩვენ მილიონები ვართ, ძლიერები ვართ,” – აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნა პოროშენკოს იმპიჩმენტია.

„ჩემი ცხოვრება თქვენი ცხოვრებაა, ჩემს ცხოვრებას თქვენთან ვხედავ. მოვითხოვოთ უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტი ერის შეურაცხყოფისთვის. გადავინაცვლოთ უკრაინის პარლამენტთან. მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ, გავუშვათ პოროშენკო და მისი ბანდა,” – განაცხადა სააკაშვილმა.