LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე და ლევან კოღუაშვილი ახალ დოკუმენტურ ფილმზე ერთად მუშაობენ

324

მწერალი გიორგი კეკელიძე და რეჟისორი ლევან კოღუაშვილი ერთად მუშაობენ. ისინი ახალი ფილმისთვის მასალას აგროვებენ და სად წავიდოდნენ, თუ არა „გურული დღიურების“ ავტორის მშობლიურ მხარეში.

გიორგი კეკელიძე აქვეყნებს ფოტოებს მოსამზადებელი პროცესიდან და ასევე პოსტს, სადაც ახალი ფილმის შესახებ საუბრობს.

„ეს დღეებია, მე და რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გურიაში ფილმისთვის მასალას ვაგროვებთ. ეს დღეები კი არა, ჩემი საბიბლიოთეკო შვებულება სექტემბრიდან ამ საქმეს მოხმარდება აგვისტოს ბოლოს გამოკლებით. თხილის ჩასაბერებელი პუნქტებიდან დაწყებული მაღალმთიანი სოფლების ამბულატორიებით დასრულებული არაერთი ადამიანი აღმოვაჩინეთ, საკუთარი ღრმა და დარდიანი სამყაროთი, ჯიუტი იუმორი რომ ნიღბავს თუ კურნავს. დიდი სიღარიბე და ცოტა გაუგებარი იმედიც – ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა. ამ ადამიანებზე დაკვირვება, მათი ფიქრის გაზიარებაა ჩემი სამომავლო და უმთავრესი საქმე. და კიდევ, უზარმაზარი  მადლობა მათ ასეთი დიდი სიყვარულისთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები