LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვარდოსანიძე და სოფო ნიჟარაძე შეყვარებულებს განასახიერებენ

681

სოფო ნიჟარაძემ სოციალურ ქსელში განათავსა ვიდეო, სადაც გიორგი ვარდოსანიძესთან ერთად ორ ხმაში სიმღერას ასრულებს. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყველა დაინტერესდა, სად გამოჩნდებიან ერთად გიორგი და სოფო. დაინტერესებულ პირთა შორის არის ნანუკა ჟორჟოლიანიც, რომლის კითხვასაც სოფომ ასე უპასუხა: „ვერ წარმოგიდგენია, როგორ მღერის. აქ კიდევ ნახევარ ხმაში მაიმუნობს, მერე მოგიყვები“.

„ფორტუნა“ ექსკლუზიურად დაუკავშირდა გიორგი ვარდოსანიძეს და პროექტის ამბები გამოჰკითხა.

გიორგი:

25 თებერვალს, მუსიკისა და დრამის თეატრში, შედგება ახალი სპექტაკლის პრემიერა, რომელსაც დათო დოიაშვილი დგამს. მე და სოფო შეყვარებულებს განვასახიერებთ. ჩვენს პერსონაჟებს უყვართ ერთურთი და ამ დუეტს ასრულებენ.

დოის აქვს გეგმა, რამდენიმე პიესა გააერთიანოს, მათ შორის „მზის დაბნელება საქართველოში“, თუმცა ჯერ ბოლომდე არ ვიცით, როგორ გააკეთებს. შესაძლოა, სხვა რამ მოინდომოს. ჩვენ ჯერ მუსიკალურ ნაწილს გავდივართ. რუსა მორჩილაძემ ახალი სიმღერები დაწერა, მათ შორის ერთ-ერთი ჩვენი დუეტი გახლავთ.

გიორგი, შენს სასიმღერო კარიერას აშკარად სერიოზულად უყურებ…

ასე გამოვიდა. რატომღაც ეს ამბავი ძალიან მომეწონა (იღიმის).

სოფოსთან თუ გიმუშავია ადრე?

რამდენიმე წლის წინ „ვერის უბნის მელოდიებში“ ერთად ვმონაწილეობდით, ასე რომ, ეს არ არის ჩვენი პირველი თანამშრომლობა. მართალი გითხრა, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რომ ასეთ კარგ მომღერალთან ერთად ვმღერი, თუმცა სოფო ძალიან მეხმარება. ძალიან ვნერვიულობ, თუმცა ამ სპექტაკლზე მუშაობა საინტერესოა ნამდვილად.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები