LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდების სამეფო მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მზად არის

103

ნიდერლანდების სამეფო მზადაა „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მისაღებად, თუკი ის უკრაინას დატოვებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხალბე ზეისტრამ განაცხადა.

„ის დაქორწინებულია ჰოლანდიელზე და თუკი პასპორტის ასაღებად განცხადებას წარადგენს, ნიდერლანდების კანონმდებლობით, ეს შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

გუშინ ასევე, ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდების უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სამინისტრომ დაადასტურა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ვიზის გაცემის შესახებ ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები