LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი გავრცელდა

43

ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერის მიხედვით, “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ “გირჩის” წევრების მიერ გაკეთებული განცხადებების გამო “ნირწამხდარია.”

ნიკა გვარამია  : თქვენი “გირჩელები” დღეს გამოდგნენ და სათითაოდ დაწერეს, რომ „ოცნებასთა“ აპირებენ  კოალიციაში ყოფნას.

პაატა ბურჭულაძე: ვინ თქვა ეგა?

ნიკა გვარამია : ვახტანგ მეგრელიშვილმა და აყვა მთელი “გირჩი”, ძალიან დიდი ბოდიში და თუ ეს არის გეგმები ამ კოალიციის, ძალიან ვწუხვარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე, რაც იყო.

საუბრის დროს პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ ის საქართველოში არ იმყოფება და ვაშინგტონიდან 2 დღეში აპირებდა დაბრუნებას თბილისში. გვარამია მას სთხოვს სიტუაციის გარკვევას და აქვე ამბობს, რომ გამაოგნებელია, როგორ შეიძლება დათო ჯანდიერი თეა წულუკიანთან ერთად იყოს მთავრობაში, ან – „ვახტანგ მეგრელიშვილი ბენდუქიძის მკვლელთან ერთად“.

აღნიშნულ საუბართან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთა ნიკა გვარამიამ.

“ღია ხაზზე დავრეკე სპეციალურად, არაფერი მქონდა დასამალი და იმიტომ.
სამი დღე არ დაჭირდა სუსს.
აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ,” – წერს გვარამია “ფეისბუქზე”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები