LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც უკრაინაში მოხდა, რუსეთს აძლევს ხელს” – თამარ ხულორდავა

41

“ის, რაც უკრაინაში ვიხილეთ, ერთადერთი რუსეთს აძლევს ხელს,” – ასეთ შეფასებას აძლევს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, უკრაინაში სააკაშვილის ჩასვლას.

„უკრაინაში დღეს და გუშინ განვითარებული მოვლენები  უკრაინისთვის სახარბიელო ნამდვილად არ არის. უკრაინას, საქართველოსთან ერთად, მკაფიოდ განსაზღვრული გეზი ევროპული მიმართულებით აქვს  და ის  შიდაპოლიტიკური პროცესები, რომელიც უკრაინაში ვითარდება, უკრაინულ საქმეს არ აკეთებს . მიხეილ სააკაშვილის აქტიურობით, ფაქტობრივად, გახლეჩილია პროდასავლური პოლიტიკური ძალები უკრაინაში და ეს უკრაინის ევროპული ინტეგრაციისთვის არ არის სახარბიელო ს,” –  განაცხადა ხულორდავამ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველსო ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სერიოზულ საქმეებშია ბრალდებული და სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები