LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უგზავნიან ყოფილი სიდედრები ყოველ ზამთარს გია ჯაჯანიძეს: „ჩემი შვილები რომ მოდიან ჩემთან, ვეკითხები, როდის მიდიხართ-მეთქი?“

37

ტრადიციები ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, მაგრამ ზოგი მოგვწონს და ვეთანხმებით, ზოგსაცნაკლებად, ზოგიერთ ტრადიციას კი აშკარად კარგა ხნის წინ უნდა გამოვმშვიდობებოდით.

გია ჯაჯანიძეს ვკითხეთ, რა მოსწონს და რა არა ქართულ ტრადიციებში.

გია ჯაჯანიძე:

ძალიან მომწონს დედამთილმამამთილისადმი პატივისცემა, ისევე როგორც სიდედრსიმამრთან. შესაძლოა, ეს იმის გამო ხდება, რომ დედაჩემს თავის დედამთილსა და მამამთილთან არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა.

შენ როგორი ურთიერთობა გაქვს ყოფილ სიდედრებთან?

დღემდე მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა. რომ დაზამთრდება, ყოველ წელს, კომპოტი, მჟავე თუ მურაბა, სამივე მიგზავნის. სამივეს დიდ პატივს ვცემ.

ტრადიციებზე ვსაუბრობთ და ძალიან მომწონს, როცა ახალ წელს მთელი ოჯახი შეიკრიბება ხოლმე. თუმცა ამ ტრადიციას არ ვიცავ, მომწონს, გულს უხარია, ვიღაც რომ მიყვება, ჩვენ ყველანი ერტად ვისხედითო. მე პირიქით ვაკეთებ, ყველა მიდის სახლიდან, ახალ წელს უნდა ვიყო შინ, მაცვია პიჟამო, მივირთმევ მზესუმზირას და ვუყურებ ტელევიზორს. ახალ წელს არ მომწონს, მთელ დანაზოგს რომ ხარჯავენ გოჭებზე და ინდაურებზე, რომ დასრულდება ახალი წელი და არაფერი არ აქვთ, სულ ვფიქრობ, ნეტავ, რას ზეიმობენმეთქი?!. ჩემთვის ყოველი დღე ახალი წელია. მინდა, რომ ვიყო ბედნიერი და ვარ

მომწონს ასევე ქორწილის ტრადიცია. არა გადაჭარბებული, მაგრამ ქათქათა კაბა სიმბოლურად მიმაჩნია, სიძეც ლამაზად გამოიყურებაჩემთვის ქორწილი მთავრდება, როცა ნეფეპატარძალი ქართულს იცეკვებს, მანამდე რომ დადიან ცეკვის სასწავლად, რომ ღელავენ მისი შესრულებისას, ეს ნაწილი მომწონს.

რა არ მოგწონს?

ქართულ სუფრაზე ძალით რომ უნდა დალიო და ვაჟკაცი რომ არ ხარ, თუკი არ შესვამ სასმისს. თუმცა ვყოფილვარ სუფრაზე, რომელიც თამადას შესანიშნავად წაუყვანია, მაგრამ არ მსიამოვნებს ყოველ სადღეგრძელოზე ადექიდაჯექი. მერე მითხრეს საოცარი რამ, თურმე ეს არის ერთგვარი ვარჯიში. როცა ადამიანები სვამენ და ჭამენ, როცა დგებიან, საჭმელსასმელს კარგად ინელებენ, მაგრამ მაინც არ მომეწონა.

არ მიყვარს ნათესაური მისვლამოსვლა, ნათესავებზე ვგიჟდები, მაგრამ ჩემი შვილები ჩემთან რომ მოდიან, ვეკითხები, როდის მიდიხართმეთქი, რადგან არ მაქვს ამისი ნერვი (იცინის).

რაც შეეხება ქალიშვილობის საკითხს, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენო, ჩემს გულს, გონებას და ფსიქიკას ვერაფრით შევახე, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს. ალბათ, მე რომ არ ვარ საცოლე ან ბიჭი შვილი რომ არ მყავს, ამიტომ ვფიქრობ ასე, მაგრამ ჩემი შვილიშვილი რომ გაიზრდება და ცოლს მოიყვანს, ნამდვილად არ შემაწუხებს, ის გოგონა ქალიშვილი იქნება თუ არა. ვერ განვიხილავ ამას ტრადიციად და ვერ ვხვდები, საერთოდ რა არის.

 

ნინო მურღულია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები