LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები აკა ნანიტაშვილისგან – რა მოვირგოთ საშემოდგომოდ

253

რა არის აქტუალური წლევანდელ სეზონზე? ამის შესახებ რჩევებს დიზაინერ აკა ნანიტაშვილისგან მივიღებთ, რომელიც ახალ კოლექციაზე მუშაობს.

აკა ნანიტაშვილი:

წლევანდელ შემოდგომაზე კვლავ შერეული სტილია მოდური, კლასიკურისა და სპორტულის შეხამება. ფერებიდან – პასტელური, რაც მე ძალიან მახარებს (იღიმის), ასევე ლურჯი და რუხი ფერები.

რაც შეეხება ნაჭრებს, ყოველდღიურად შალისგან შეკერილი სამოსის მორგება შეგიძლიათ, ისევე, როგორც ნაქსოვის. მე ახალი კოლექციისთვის ნაქსოვ კაბებს ვამზადებ ნაქარგებით. მომწონს უხეშად ნაქსოვი პალტოებისა და ჟაკეტების იდეაც.

გამოსასვლელად გირჩევთ შიფონს, აბრეშუმსა და რაც მთავარია, ფარჩას, რომელიც წელს განსაკუთრებით მოდურია, ვგულისხმობ ფაქტურიან ფარჩას პრინტით.

როგორი ფეხსაცმელი მოვირგოთ?

წელსაც მოდურია დაბალძირიანი ფეხსაცმელი. მაღალქუსლიანს კლასიკურ ჩაცმულობას თუ მოვარგებთ, თუმცა აქაც, ბოლო დროს, დაბალძირიან ფეხსაცმელს ირგებენ, ტყავისგან ან უხეში ნაჭრებისგან შეკერილს.

ბოლო დროს ასეთი ტენდენციაა, რომ დაბალძირიან ფეხსაცმელს სხვადასხვა აქსესუარით აწყობენ.

ამას ჩვენი სახლი აკეთებს ყოველ წელს (იღიმის) და მიხარია, რომ უფრო მეტად მოდური ხდება. ნაქარგებით გაფორმებულ ფეხსაცმელს მეტი მომხმარებელი ჰყავს. ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ. ფეხსაცმელშიც სიჭრელეა,  შავი ნაკლებადაა, მაგრამ ჩემთვის შავიც საინტერესო და საყვარელი ფერია.

როგორი ჩანთა დავიკავოთ?

საშუალო ზომის, აღარც ქლაჩია აქტუალური და არც ძალიან დიდი ზომის ჩანთები. რაც შეეხება აქსესუარებს, მე ნაკლებად ვიყენებ მძივებსა თუ სამაჯურებს, რადგან სამოსი მაქვს დატვირთული. ზოგადად, მიმაჩნია, რომ როცა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაწყობილია, აქსესუარებით დატვირთვა აღარ არის კარგი.

საქმიან ჩაცმულობაზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა… როგორი პიჯაკებია მოდაში?

საშუალო და მოკლე სიგრძის, რომელსაც ქართველი ქალბატონები მშვენივრად ირგებენ. საქმიანი ჩაცმულობა წლიდან წლამდე იშვიათად იცვლება, მიდი ქვედაბოლოები და პიჯაკები ამ მხრივ ყველაზე მისაღებია. უბრალოდ, შესაძლოა, პიჯაკების ფერები შეიცვალოს.

საერთოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ხალხი გემოვნებიანად იმოსება. ბევრის ჩაცმულობაში იგრძნობა, რომ გარკვეულ სტილს მიჰყვებიან…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები