LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს 02:00 საათზე საკუთარ მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი – გოგა ხაინდრავა

76

2008 წლის 7 აგვისტოს, 02:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი 2008 წლის 7 აგვისტოს, 02:00 საათზე. ეს იცის მთელმა მსოფლიომ, რადგან ეს დაადასტურეს ევროკავშირის დამკვირვებლებმა, გაერო-მ, ეუთო-მ, ყველამ იცის ამის შესახებ. იქიდან გაიყვანეს ოსი ეროვნების ჩვენი მოქალაქეები, ქართველები დატოვეს და ცეცხლი გაუხსნეს. ეს გააკეთეს სააკაშვილმა, ბოკერიამ, ადეიშვილმა, ოქრუაშვილმა, ბარამიძემ. ისინი ვერ გაექცევიან ამ 9 წელს,“ – განაცხადა ხაინდრავამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს დავალებული აქვთ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის ამ საკითხზე კითხვის დასმა.

„ერთი და იგივე კითხვა 85-ჯერ ყველა ჟურნალისტმა არ უნდა დასვას. პასუხი მიიღეთ და საკმარისია. თანაც დავალება რომ არის ამ კითხვის დასმა, ყველგან მიდიხართ და კითხულობთ, ქალბატონო სალომე, ომი საქართველომ დაიწყო? სალომე ზურაბიშვილს არ უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მე ხომ ძალიან კარგად მახსოვს, მე ვარ სალომე ზურაბიშვილის პირველი მხარდამჭერი ამ ქვეყანაში, ძალიან კარგად ვიცი ყველაფერი,“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები