LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკა წინა წელს 5%-ით გაიზარდა

97

წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38 042,2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 11,8 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 პროცენტით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ცნობითვე, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,6 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,2 პროცენტი), მშენებლობა (9,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,5 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (8,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,9 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,0 პროცენტი)

როგორც საქსტატში აცხადებენ, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: მშენებლობა (11,2 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (9,2 პროცენტი), ტრანსპორტი (7,2 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (7,1 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (6,6 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (5,0 პროცენტი). კლება აღინიშნა სოფლის მეურნეობისა (-2,7 პროცენტი) და შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების (-2,7 პროცენტი) სექტორებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები