LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ექიმი ჰაუსი ჩამოდის?! – ჰიუ ლორის თბილისური ვიზიტის დეტალები

283

თბილისში გავრცელდა ჭორი, რომ ექიმი ჰაუსის როლის შემსრულებელი, ჰიუ ლორი მალე თბილისს ესტუმრება. იქიდან გამომდინარე, თუ რაოდენ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი მონაწილეობით სერიალი მსოფლიოში და განსაკუთრებით, საქართველოში, ამ შესაძლო ვიზიტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდი იქნება.

„ექიმი ჰაუსისთვის“ მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ორი „ოქროს გლობუსი“, ასევე სერიალის პოპულარობის პერიოდში მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ მამაკაცად და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მამაკაც პერსონაჟად, ტელესერიალების ისტორიაში. ექსცენტრიკული ექიმის როლის შესრულებისთვის, ერთ ეპიზოდში, მას 250 000 ფუნდ სტერლინგს უხდიდნენ…

ჰიუ ლორის ცხოვრებაში, მსახიობობის გარდა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე, მუსიკოსობა – მას ჰყავს ბენდი, რომელთან ერთადაც ტურნეებშიც დადის. ლორის მუსიკალური განათლება ექვსი წლის ასაკიდან მისცეს, ის უკრავს პიანინოზე, გიტარაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ჰარმონიკასა და საქსოფონზე. მისი მუსიკალური უნარ-ჩვევები მსახიობობის პარალელურად გამოვლინდა და გასაჯაროვდა.

2010 წელს მსახიობმა და მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმის ჩამწერ სტუდიასთან ბლუზალბომის გამოცემაზე, ალბომი 2011 წელს საფრანგეთსა და გერმანიაში გამოიცა. მეორე დისკმა უკვე 2013 წელს იხილა მზის სინათლე.

როგორც ამბობენ, ჰიუ ლორი თავის ბენდთან ერთად თბილისში ახალ წელს ჩამოვა და 31 დეკემბერს ივენთ ჰოლში გამართავს კონცერტს. „ფორტუნამ“ ექსკლუზიურად შეიტყო, რომ კონცერტის ორგანიზატორი აჩიკო გულედანია, ამიტომაც მას ინფორმაციის გადასამოწმებლად დავურეკეთ, რითაც ძალიან დავაბნიეთ.

აჩიკო გულედანი:

ვინ გითხრათ ეს ამბავი (იღიმის)? საქმე ისაა, რომ ვერაფერს დაგიდასტურებთ. ჩვენ ბევრ რამეს ვაპირებთ და მათ შორის შესაძლოა, იყოს ეს კონცერტიც, მაგრამ ამაზე მოვერიდებოდი ჯერჯერობით საუბარს.

ნინო მურღულია

a482fece-f6a9-4785-9586-bd2da1c113ea

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები