LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ნაცემები არიან

33

უკრაინაში დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე ამ დრომდე უკრაინაში რჩება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„უკვე ერთი დღე-ღამეა, რაც გატაცებულებს არც ქვეყნიდან აძევებენ და არც მათი ნახვის საშუალებას აძლევენ ვინმეს. იმის გათვალისწინებით, რომ იმ ბინაში, სადაც ისინი აიყვანეს, ბევრი სისხლია, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისინი სასტიკად არიან ნაცემები და მათი გაძევების შეფერხება სწორედ დანაშაულის დაფარვის სურვილით არის გამოწვეული. მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეუშვათ მათთან ექიმები და ადვოკატები“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
მანამდე უკრაინის უშიშროების სამსახურმა განცხადება გაავრცელა.
„17 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად სამშობლოში იძულებით იყო გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქე“, – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები