LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: „მე ძალიან კარგად მახსოვს, რამდენი ადამიანი მაფრთხილებდა.. ეს ყველაფერი, მაშინ არ მაინტერესებდა, იმიტომ რომ იქ ადამიანები, ახალგაზრდები იღუპებოდნენ“

179
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (4)

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია 2018 წლის მაისში, კლუბ „ბასიანში“ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს იხსენებს, რომელსაც საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

ვიდეოში, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, ინსტაგრამგვერდზე გავრცელდა, გიორგი გახარია მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს და აღნიშნავს:

„მე ძალიან კარგად მახსოვს, რამდენი ადამიანი მაშინ მაფრთხილებდა, რომ ამას მოჰყვება დიდი რეზონანსი, რომ „ბასიანი“ არის რაღაც ევროპულ დონეზე ცნობილი და ამას მოჰყვება გამოხმაურება საზღვარგარეთიდან, ევროპიდან, გერმანიიდან, მაგრამ მე ეს ყველაფერი, მაშინ არ მაინტერესებდა, იმიტომ რომ იქ ადამიანები, ახალგაზრდები იღუპებოდნენ.

დღეს ვიღაცამ ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და უნდა დაივიწყოს, იმაზე ფიქრი, პარტიაში ვინ გაუბრაზდება, ვინ როგორ შეაფასებს..

როგორ ფიქრობთ, მე მაშინ რომ მეფიქრა, შემაქებენ თუ გამიბრაზდებიან, ან რას იფიქრებენ, ან ვინ როგორ… მე ამის უფლება საერთოდ არ მქონდა“, – ამბობს გიორგი გახარია.

ცნობისთვის, სპეცოპერაციას თბილისში, მალევე მოჰყვა რამდენიმე ათასიანი აქცია სახელწოდებით „ჩვენი თავისუფლებისთვის”. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ ღამის კლუბებში სპეცრაზმის შეჭრას, პოლიციის ძალადობრივ ქმედებებსა და არაჰუმანურ ნარკოპოლიტიკას.

14 მაისს, შუაღამისას, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აქციის “ჩვენი თავისუფლებისთვის” მონაწილეებთან მივიდა, ორგანიზატორებთან საუბრის მერე ბოდიში მოიხადა და ახალგაზრდებს დაშლისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g