გერმანიაში ელექტროქარების გაყიდვები ორჯერ შემცირდა და აი რატომ. იანვარში „ელემენტიან“ მოდელებზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო: „სუფთა“ ელექტროქარებმა მყიდველთა 55% დაკარგეს, ჰიბრიდებმა კი თითქმის – 20%. ამასობაში კი შიდა წვის ძრავის მქონე მანქანების ბაზარი გაიზარდა: ბენზინის მოდელების გაყიდვები 9%-ით, ხოლო დიზელის – 9,5%-ით. ელექტრომობილებზე უარის თქმის მთავარ მიზეზად გერმანიაში სახელმწიფო სუბსიდიების შეწყვეტას ასახელებენ.
გერმანიის ხელისუფლებამ ელექტროქარების გაყიდვის მასტიმულირებელი პროგრამა შეწყვიტა და ავტო ბაზარზე ცვლილებებმაც არ დააყოვნა. The Wall Street Journal-ის ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ „ელემენტიანი“ მოდელების გაყიდვების შემცირებაზე იმოქმედა გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და გერმანიის სუსტმა ეკონომიკამაც.