LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Სემ სმიტი ალიშა ქისთან ერთად ძველი ჰიტის ახალ ვერსიას წარადგენს

237
YJBPRZ6RKRDSDATNM3IQUCNNNA

მაისში, სემ სმიტის სადებიუტო სტუდიური ალბომის – In the Lonely Hour გამოსვლიდან, 10 წელი გავიდა. დისკი, რომელიც არტისტის წარმატების საწინდრად იქცა, დღემდე პოპულარულია.

ფირფიტის Საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მუსიკოსმა მსმენელს სიურპრიზი მოუწყო. ცნობილი გახდა, რომ კრებულის ერთ-ერთი მთავარი ჰიტის – I’m Not the Only One ახალი ვერსიისთვის, მან ალიშა ქისთან ითანამშრომლა. სინგლის რემიქსი, 2 აგვისტოს დარელიზდება.

კოლაბორაციის ჩაწერის იდეა ჯერ კიდევ ივნისში გაჩნდა. პირველად, კოლეგებმა სიმღერა ერთად ნიუ-იორკში, ერთ-ერთ ბარში ექსპრომტად იმღერეს.

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი საოცარი ნიჭი და ლამაზი სული შემომიერთდა ამ ტრეკზე”, – აღნიშნა სმიტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები