ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 729-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 284 286-მდე გაიზარდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 1 271 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 301 535-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 992 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 232 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3 527 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 682-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 28 751 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით –14 187, PCR ტესტით – 14 564.
სულ აცრილია 34 897 მოქალაქე, დღიურად აცრილთა რიცხვი 1 560-ია.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.