1-ლი მარტიდან სასწავლო დაწესებულებები – უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, უნივერსიტეტები საქმიანობას განაახლებენ. აუდიტორული სწავლება კი, 15 მარტიდან აღდგება – ამის შესახებ შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარებას, 1-ლი მარტიდან შეძლებენ, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიაში აღდგენას, 15 მარტიდან. სასკოლო წრეები ასევე 15 მარტიდან განახლდება,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.