LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“10 000 ტესტი გვაქვს, ორშაბათს მარაგი 40 000-ით შეივსება” – ეკატერინე ტიკარაძე

109
1585637234-ეკა-ტიკარაძე-1024x682 (1)

საქართველოში დღეის მდგომარეობით, 10 000- ზე მეტი პისიარ ტესტის სრული კომპლექტაცია არის, თუმცა მომავალ ორშაბათს მარაგი დამატებით 40 ათასი სწრაფი ტესტით შეივსება. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, როგორც მოქალაქეების ასევე, მედპერსონალის დიაგნოსტირება აქტიურად მიმდინარეობს.

“ჩვენ ვაგრძელებთ მრავალსაფეხურიან ტესტირებას, რომელიც გულისხმობს როგორც სწრაფი ტესტის, ასევე პისიარ ტესტებით ადამიანების გამოკვლევას. დღეის მდგომარეობით, გვაქვს 10 000-ზე მეტი პისიარ ტესტის სრული კომპლექტაცია, ხოლო ორშაბათს, კიდევ ველოდებით 40 000 ტესტს. მაისში მარაგი კიდევ 100 000 ტესტით შეივსება.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ 9 ათასი ტესტი უკვე დარიგებულია სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს დიადნოსტირება” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე,.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სავალდებულო ტესტირების ჯგუფში ფარმაცევტების და სასურსათო ობიექტებზე მომუშავე პირების ტესტირება ჯერ გარკვეული არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g