LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 წლის გოგონა ტიკ ტოკზე ვიდეოს გაზიარებისას გარდაიცვალა

446
tik

დღეს ცნობილი გახდა, რომ იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა TikTok-ზე წვდომა დროებით შეზღუდოს. 

მიზეზი, 10 წლის გოგონას გარდაცვალებაა. როგორც გაირკვა, იტალიელმა მოზარდმა საკუთარი თავი შემთხვევით მოკლა, როცა ის ე. წ. “გაშავების გამოწვევაში” მონაწილეობდა და ამისთვის ვიდეოს იღებდა. ექიმებმა თქვეს, რომ მისი ტვინი საავადმყოფოში მიყვანისას უკვე მკვდარი იყო.

ეს გამოწვევა ერთ-ერთი ყველაზე ტრენდულია დღეს TikTok-ში და ასევე სახიფათოა. ის მოითხოვს, რომ მომხმარებლებმა, რამდენიმე წამით საკუთარი თავის სიკვდილი გამოიწვიონ. 

გოგონას მშობლებმა შვილის ორგანოების დონაციის შესახებ უკვე განაცხადეს.

როგორც ცნობილია, ამ საკითხზე გამოძიება დაწყებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g